четверг, 9 октября 2014 г.

მოგესალმებით!
აი დაიწყო 2014-2015 სასწავლო წელი და მეც ახალი შემართებითა და იდეებით შევუდექი მუშაობას.
 პროექტის განსახორციელებლად "ბუნების კარი"  მე-5ა კლასი ამოვირჩიე.




ასევე მე და ქართული ენისა და ლიტერაურის პედაგოგმა, ნათია კაპანაძემ დავგეგმეთ ინტეგრირებული საჩვენებელი გაკვეთილი "მთაწმინდის მგოსნები".
 მე-5გ კლასის მოსწავლეები სულმოთქმელად ელოდებიან იმ დღეს როცა მთაწმინდის პანთეონში ლექსებს მიუძღვნიან საყვარელ მწერლებს.


вторник, 15 апреля 2014 г.

დღე მეცხრე


აი დადგა ტრენინგის ბოლო დღე, რომელიც სიყვარულის დღეს დაემთხვა.
მართალია დამთავრდა ინტელის პროექტი, მაგრამ დაიწყო ჩვენი პრაქტიკა, პროექტების და დაგეგმილი იდეების განხორციელება.
დღეს წარვადგინე ჩემი ჩატარებული პროექტები. მოვუსმინე კოლეგების პრეზენტაციებს და შევიძინე გამოცდილება.
დღევანდელ დღემდე ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილები უკვალოდ ქრებოდა.
ამ ტრენინგმა მომცა იმის საშუალება, რომ მოსწავლის ნამუშევრები გავხადო საჯარო და ჩემი გამოცდილება გავუზიარო სხვებსაც.

пятница, 11 апреля 2014 г.

დღე მერვე



დღევანდელი დღე დაიწყო დღეს  ჩემი ჩატარებული პროექტის "ჩვენ ვეცნობით სამყაროს" განხილვით და შეფასებით.
განვიხილეთ შეფასების სისტემა.გავითვალისწინე შენიშვნები რომელიც ხვალ დაგეგმილ პროექტში "მსოფლიო შვიდი საოცრება" გამომადგება.
ვიმუშავე ფასილიკაციის მასალების შექმნაზე.

შექმენით გაზეთის ჩეკლისტი რომელიც მოსწავლეებს გაუადვილებს  დაგეგმილი მიზის მიღწევას.

სამწუხაროდ მხოლოდ ერთი გაკვეთილი რჩება ტრენინგის დამთავრებამდე.სამომავლოდაც სიამუვნებით ვითანამშრომლებდი ბატონ გიორგისთან და ჩემს გამოცდილებას გავუზიარებდი ჩემს კოლეგებს.

среда, 9 апреля 2014 г.

დღე მეშვიდე


  • დღე დავიწყეთ შეფასების სისტემის განხილვით. განხილვა ცხარე კამათში და დისკუსიაში გადაიზარდა საბოლოოდ შევჯერდით ერთ ფორმაზე. გავაკეთე ექსელის ფაილი რომელიც ავტომატიურად ითვლიდა ქულებს.
  • გადავამოწმე გეგმა და შევიტანე ცვლილებები.

пятница, 4 апреля 2014 г.

დღე მეექვსე


  • დღეს ჩვენ გავაგრძელეთ  კოლეგების მიერ წარდგენილი პრეზენტაციების მოსმენა და განხილვა.
  • დრაივ დისკზე ატვირთე ჩემი საქაღალდე ომეშიც განთავსებულია ჩვენი პორთპოლიო.
  • პორთფოლიოში ავტვირთე ხელთ არსებული მასალები პროექტთან დაკავშირებით. 
  • ჩემი პორთფოლიო მივამაგრე  ბლოგზე.
  • ვისწავლე ვიდეოების გადმოწერა https://www.youtube.com/- დან
  • გავაკეთე შეფასების ტესტი
  • გავეცანი მოდული:5 მოსწავლეთა პროგრამების შეფასება.

вторник, 1 апреля 2014 г.

დღე მეხუთე

  • დღეს ჩემს ბლოგზე განვათავსე ვიდეო.
  • ავტვირთვე მოსწავლის მიერ შექმნილი მასალა www.youtube.com-ზე და ჩავსვი ჩემს ბლოგში https://www.youtube.com/watch?v=YTv-Qk4V4dU
  • განვიხილი მოდული:4-ის აქტივობა: 2 და აქტივობა:3
  • გავაკეთე გაზეთის ჩეკლისტი