აი დადგა ტრენინგის ბოლო დღე, რომელიც სიყვარულის დღეს დაემთხვა.
მართალია დამთავრდა ინტელის პროექტი, მაგრამ დაიწყო ჩვენი პრაქტიკა, პროექტების და დაგეგმილი იდეების განხორციელება.
დღეს წარვადგინე ჩემი ჩატარებული პროექტები. მოვუსმინე კოლეგების პრეზენტაციებს და შევიძინე გამოცდილება.
ამ ტრენინგმა მომცა იმის საშუალება, რომ მოსწავლის ნამუშევრები გავხადო საჯარო და ჩემი გამოცდილება გავუზიარო სხვებსაც.